Belive

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში ჩაატარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებს უმნიშნველოვანესი მატჩებისთვის გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 20 წლის თავდამსხმელმა დღეს ვილი სანიოლის გუნდში პირველი ვარჯიში გამართა. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთშია დაბადებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიურობის შედეგად, გიორგიმ სწორედ "ჯვაროსნების" რიგებში თამაში გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებში პირველი გამოძახების შემდეგ, მიქაუტაძემ პირველი კომენტარიც გააკეთა: “ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.” შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგული "მეცის" საკუთრებაა. ის 1 სეზონით ბელგიურ "სერენშია" განათხოვრებული, სადაც 18 მატჩში 18 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები 25 მარტს სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.

🇬🇪 გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 23 მარტი, 2021

სხვა სტატიები