Belive

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 6-ჯერ გაიზარდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელად ითვლება. ფრანგული "მეცის" 19 წლის თავდამსხმელს, რომელიც ახლა "სერენშია" განათხოვრებული, ბელგიის მე-2 ლიგაში 7 გოლში 14 გოლი აქვს გატანილი. ჩატარებული შედეგიანი თამაშების შემდეგ, სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-მა გიორგის ფასი განაახლა. ახალგაზრდა შემტევის ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა და ახლა 1,2 მილიონ ევროს შეადგენს. მიქაუტაძის კარიერაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ გიორგი საფრანგეთშია დაბადებული, რის გამოც მას საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდა ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

სხვა სტატიები