Belive

გიორგი მოსიძე: "ვაისი კარგი კრიზის-მენეჯერია, თუმცა ექსტრემალურ ვითარებაში მოიკოჭლებს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში, ელიტარული ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი მოსიძემ ეროვნული საფეხბურთო გუნდის შედეგებსა და ისტორიული მატჩის შესახებ ისაუბრა. "ვაისი აღმოჩნდა კარგი კრიზის-მენეჯერი, რომელმაც საქართველოს ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და ზედიზედ 10 თამაში არ წაგვიგია. ამავე დროს, ვაისი კარგი სტრატეგია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებასა და შეცვლების დროს მოიკოჭლებს.  ჩრდილოეთ მაკედონიამ პლეი ოფის ნახევარფინალში აშკარად აჯობა კოსოვოს ნაკრებს, რომელმაც ერთა ლიგის D დივიზიონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის დამსახურებაა, რომელიც თბილისამდეც დაალაგებს გუნდის თამაშს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 12 ნოემბრის შეხვედრის ბედს მწვრთნელის მიერ თამაშის სწორად დაგეგმა გადაწყვეტს", - თქვა ტელეწამყვანმა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩრდ. მაკედონიას, 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. წყარო: 1tv.ge 

სხვა სტატიები