Belive

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" 35 წლის მარცხენა მცველმა - გიორგი ნავალოვსკიმ, სანაკრებო კარიერა დაასრულა. გიორგი ნავალოვსკის, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 21 წლის ასაკში, ესტონეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. საერთო ჯამში კი გიორგი ნავალოვსკიმ ერონულ ნაკრებში 41 მატჩი ჩაატარა: 17 ამხანაგურ მატჩში, 10 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე, 7 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე და 7 ერთა ლიგაზე. მან ჯამში ეროვნულ ნაკრებში 3.380 წუთი ითამაშა, სადაც თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რომელიც ლიეტუვას ნარკების წინააღმდეგ გააკეთა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა.  

სხვა სტატიები