Belive

გიორგი პაპუნაშვილი: "თანაგუნდელებმა გარიგებული თამაშების ამბავი გაიგეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ, "ვიტ ჯორჯიას", "ჭიათურასა" და "გურიას" ფეხბურთელები თამაშის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობის გამო დააკავეს. საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" წევრი, გიორგი პაპუნაშვილი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. "ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს, დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს იმფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში,ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს ვინც ამას სათავეებში უდგას," - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები