Belive

გიორგი პაპუნაშვილი ვენის აუსტრიაში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიული კლუბები კიდევ ერთი ქართველით ინტერესდებიან. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ, ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ვენის „აუსტრია" გიორგი პაპუნაშვილით დაინტერესდა. იმავე წყაროს ცნობით, ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წარმომადგენლები, უკვე თავად ფეხბურთელსაც დაუკავშირდნენ და ახალ კლუბში გადასასვლელი შეთავაზების პირობები გააცნეს. ამ ეტაპზე, ვერ შევძელით 24 წლის ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირება და მისგან პირადად გაგება მიმდინარე მოლაპარაკებების ჭორ-მართალზე. თუმცა, უახლოეს დღეებში, ვეცდებით ამ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ დაწვრილებით გიამბოთ. შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილს, ესპანურ „რეალ სარაგოსასთან“ კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 2019-2020 წლების სეზონში, პაპუნაშვილი, „სარაგოსას“, სხვა ესპანურ კლუბში, „რასინგ სანტანდერში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც ქართველმა მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება „რეალ სარაგოსას“, კლუბს, განვლილ სეზონში შანსი ჰქონდა ლა ლიგა 2-დან ძლიერთა შორის ასულიყო, თუმცა, ბოლო მომენტში „რეალ სარაგოსამ“ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. სხვადასხვა წლებში, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა „დინამო თბილისში“, „ვერდერი II-ში”, „რეალ სარაგოსასა“ და „რასინგ სანტადერში“. წინა სეზონში, „აუსტრიამ“ ქვეყნის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ევროპის ლიგის პლეი-ოფის ფინალში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები