Belive

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ბიზნესს იწყებს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ ქალაქ მანჩესტერში ღვინის ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "სიტის" ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მეტსახელად "KINGLADZE"-ს ეძახიან, 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც კარიერა დაასრულა საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ მანჩესტერელებთან კიდევ მჭიდრო კავშირი და მეგობრობა აქვს. Manchester Evening News-თან ჩაწერილი ინტერვიუს დროს გიორგი ქინქლაძემ ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა და მანჩესტერში სწორედ ქართული ღვინის ბარის გახსნა დააანონსა. "ძალიან გახარებული ვარ იმით რაც ხდება, ქართული ღვინო ყველაზე კარგი რამაა მსოფლიოში, ერთი სული მაქვს როდის გასინჯავენ ინგლისელები ამ სასმელს. დიდი იმედი მაქვს ოჯახთან ერთად მალე გადმოვალ საცხოვრებლად მანჩესტერში." - განაცხადა ქინქლაძემ. ქართველი ფეხბურთელის მეგობარმა და ბიზნეს პარტნიორმა პოლ ეშბიმ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ნამდვილად სასიამოვნოა როდესაც გიოს ამდენი ხანი იცნობ, მე წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ მას ღვინო ასე აინტერესებდა, მისი სამშობლო კი ღვინის დაბადების ერთ-ერთი ადგილსამყოფელი ყოფილა, რაც ასევე არ ვიცოდი. მაგრამ როდესაც "ქინქიმ" ამ იდეის შესახებ გვითხრა, ჩვენ მოვიხიბლეთ, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ და ერთი სული მაქვს ამ საქმეს როდის დავიწყებთ" - განაცხადა პოლ ეშბიმ

სხვა სტატიები