გიორგი ქინქლაძე საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემიის გახსნას აპირებს

20 თებ
გიორგი ქინქლაძე საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემიის გახსნას აპირებს

ახლო წარსულის გამორჩეული ვარსკვლავი,  გიორგი ქინქლაძე საქართველოში “მანჩესტერ სიტის” აკადემიის გახსნას აპირებს.

„მოლაპარაკება მიმყავს „მანჩესტერ სიტის“ მფლობელებთან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გუნდის საფეხბურთო აკადემია საქართველოში გაიხსნას. ამას სირთულეები მოჰყვება, რადგან თავისი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. უნდა იყოს, მინიმუმ 5 ჰექტარი მიწა, 8 მოედანი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი, სასტუმრო, სადაც 150 ნომერი იქნება, აუზი, ტრენაჟორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიისთვის ფუნქციონერებისთვსიაა აუცილებელი“ – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.

ვლადიმირ გუცაევი დაინტერესდა – „ინგლისელები მარტო გუნდის სახელით სარგებლობის უფლებას აძლევენ თუ აკადემიის დაფინასებაში მონაწილეობას თავადაც მიიღებენ?”

გიორგი ქინქლაძე: „რა თქმა უნდა, მონაწილეობას თავადაც მიიღებენ. თუ ეს აკადემია გაკეთდა, მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა „სიტის“ პროგრამით უნდა ივარჯიშონ. რაც შეეხება დახმარებას, როდესაც იმ ეტაპზე მივალთ, მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მაგრამ ეს მაქსიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაა. რეალურად, ეს „მანჩესტერ სიტისთვის“ არის ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. ამხელა კლუბი საქართველოში რომ შემოდის, ისტორია უკვე იციან, რამდენი ფეხბურთელი გაუზრდიათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სად და რომელ წლებში ვინ წავიდა. ამიტომ იციან, რომ აქ ფეხბურთელები იზრდებიან და ამას ხელის შეწყობა უნდა”.

წყარო: 1tv.ge

(310)

გიორგი ქინქლაძე საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემიის გახსნას აპირებს

სტატიის ავტორი
-