Belive

გიორგი ქინქლაძე: "მჯერა, რომ ბელარუსს მოვუგებთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ერთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. "მე ამ მატჩს რეალისტურად ვუყურებ. მჯერა, რომ შეხვედრას ბელარუსის წინააღმდეგ მოვიგებთ. ამბობენ, მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწროო. უნდა გაუსწრო - ეს ისეთი თამაშია. უნდა მოვიგოთ, რადგან ფეხბურთელებიც უფრო ძლიერი გვყავს და  ნაკრებიც, თბილისში ვთამაშობთ, 50 000 მაყურებლის წინ, გულშემატკივარი ჩვენს გუნდს პირველივე წუთებიდან დაუჭერს მხარს. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მოვიგოთ. ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში 40-60 შეხვედრას რომ ჩაატარებს, ზეწოლაზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. ეს ფეხბურთელებმა თავადაც იციან. მე ასე ვიტყვი - უნდა გავიდეთ. თუ ბელარუსს მოვუგებთ და ფინალს წავაგებთ, ბელარუსთან მოგებას აზრი არ ექნება. სჯობს, რომ ეს თამაში წააგო, ვიდრე ბოლო თამაში, გადამწყვეტი. ეს მოგება არა მარტო ქართულ ფეხბურთს, არამედ მთელ ქვეყანას წაადგება",-თქვა "მანჩესტერ სიტის" და საქართველოს ნაკრების ლეგენდამ.

სხვა სტატიები