Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს მთავარ გუნდს შეუერთდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგიდან ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული "ლევანტეს" მთავარ გუნდს წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე შეუერთდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, აკადემიის აღზრდილი 4 ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სეზონის დაწყებამდე ცნობილი გახდება დარჩებიან თუ არა ისინი მთავარ გუნდში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვა ესპანურ კლუბში გაანათხოვრებენ.
"23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, უკვე იცის, როგორია პირველი გუნდის დინამიკაში ყოფნა. მას დებიუტი პირველ დივიზიონში 2020 წელს, "სიუტატ დე ვალენსიაზე", ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჰქონდა. მომდევნო სეზონში ქოჩორაშვილმა მონაწილეობა "ლევანტეს" სამ შეხვედრაში ("ბეტისი", "ბარსელონა" და "ხეტაფე") მიიღო. ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი შარშან ტრავმების გამო შეფერხდა, წელს კი წინასასეზონო პერიოდის ფარგლებში პროფესიონალურ ფეხბურთში სანახევროდ ჩაერთვება. ქოჩორაშვილს შეუძლია ნახევარდაცვის ნებისმიერი პოზიცია დაიკავოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაშის სტილი ყველაზე მეტად მეექვსე და მერვე ნომერს ერგება. ნახევარდაცვის ხაზში არსებული ცვლილებები შესაძლოა მისთვის საუკეთესო მომენტი იყოს", - წერს as.com-ი.
2021/22 წლების სეზონში, გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" ახალგაზრდული გუნდის მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ლა ლიგის ბოლო ტურში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ კი მთავარი გუნდის განაცხადში მოხვდა.

სხვა სტატიები