Belive

გიორგი ქვილითაია: "გულშემატკივრის იმედი მაქვს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ქართველები შინ შვეიცარიას მიიღებენ, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ წინასამატჩო გაცხადება გააკეთა. "დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა. ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის," - თქვა გიორგი ქვილითაიამ.  

სხვა სტატიები