Belive

გიორგი ქვილითაიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლატვიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ძირითადმა ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო - ცნობილია, რომ "გენტის" შემტევს კოჭის მძიმე ტრავმა აქვს. ოპერაციის შემდეგ ქვილითაიამ საკუთარ ოფიციალურ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იუწყება, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ქვილითაიას ტრავმა განსაკუთრებით სამწუხარო იყო, ვინაიდან იგი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა - მიმდინარე სეზონში გამართულ 3 შეხვედრაში მას 2 გოლი ჰქონდა გატანილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ქვილითაია მწვანე საფარს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ქვილითაიას მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა.

სხვა სტატიები