Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ბოდიშს გიხდით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "შერიფთან" მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "სამწუხაროდ დღეს მოწინააღმდეგემ გვაჯობა, ბოდიშს გიხდით რომ ის ფეხბურთი ვერ იხილეთ რის სანახავადაც მოხვედით. ფაქტია ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე გუნდი. შესვენებაზე გუნდს ვთხოვე რომ თავისი თამაში ეთამაშათ, და ვფიქრობ ამან იმოქმედა და ჩემი ბიჭები დამშვიდნენ. ფაქტია საქართველოს ჩემპიონატი მოლდოვის ჩემპიონატს სჯობს, და ამან იმოქმედა, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ მეტოქეს მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, იგივე რიბეირო სეზონის წინ ჩვენ გვინდოდა თუმცა "შერიფმა" უკეთესი პირობები შესთავაზა. ჩვენი აკადემია და ჩვენი ნიჭია ძლიერი მხარე, რის გამოც ჩვენზე ძვირადღირებულ გუნდს მოვუგეთ. გამიკვირდა და გამიხარდა რომ სადებიუტო ეტაპი ევროტურნირებზე წარმატებით დავძლიეთ. ზაგრების "დინამო" მაღალი კლასის გუნდია და მათ ძალიან დიდი უპირატესობა ექნებათ. წინა წელს მათ მერვედფინალშ ითამაშეს და მხოლოდ "ბენფიკამ" შეძლო მათი გამოგდება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ ეს ეტაპი დავძლიოთ, რა თქმა უნდა "შერიფი" ახლოს ვერ მივა ზაგრებელებთან. "დინამო" შემტევი გუნდია, ჩვენი სტილი შემტევია და არ მიყვარს როცა ქართული გუნდი დაცვით სტილს მისდევს. " 

სხვა სტატიები