Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ყოფილ გუნდს პირველად შევხვდი, ინსტიქტურად საბურთალოს სკამისკენ ვიყურებოდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მესამე მატჩში, "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ, "რკინიგზელთა" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი გუნდის თამაში საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. "დღევანდელ ჩვენს თამაშს ფეხბურთის თამაშს ვერ დავარქმევდი. ჩვენმა გუნდმა იბრძოლა, გუნდის თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გავიდა, მაქსიმალურად დაიხარჯა, თუმცა ბრძოლის გარდა მნიშვნელოვანი ვერაფერი შევქმენით. "საბურთალოს" კარიერაში პირველად დავუპირისპირდი, ეს ჩემთვის ცოტა რთული იყო. ხუმრობით რომ ვთქვათ, იყო მომენტები, როცა "საბურთალოს" სათადარიგო სკამისკენაც კი ვიხედებოდი, მეგონა, რომ ისევ ამ გუნდს ვწვრთნიდი. ცხადია, რთულია, რადგან "საბურთალოში" ამდენი წელი გავატარე, მაგრამ ახლა "ლოკომოტივზე" უნდა ვკონცენტრირდე, ეს ჩემი ახალი გუნდია და მსურს აქ იმ ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომლითაც სიამოვნებას მოგვანიჭებს", - თქვა ჭიაბრიშვილმა. “ლოკომოტივს” 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას თბილისური კლუბი 25 ივლისს, “თელავთან” ჩაატარებს. ფოტო: ს.კ “ლოკომოტივის” პრესსამსახური

სხვა სტატიები