გიორგი ჭიაბრიშვილი – სოსო ფრუიძის შეცვლის მთავარი კანდიდატი

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” 2020 წელს მეორე მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. ლევან კორღალიძის შემდეგ, “რკინიგზელთა” თავკაცის თანამდებობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა.

Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისური კლუბი სოსო ფრუიძის შესაძლო შემცვლელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, მათ შორის ყველაზე რეალური კი გიორგი ჭიაბრიშვილის კანდიდატურა გახლავთ.

40 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს “საბურთალოში” მუშაობდა და გუნდი საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში დატოვა.

შეგახსენებთ,  გუნდმა სეზონი ლევან კორღალიძესთან ერთად დაიწყო და ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, თუმცა კორონავირუსუს პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის და გუნდში ხელფასების 70%-ით შემცირების შემდეგ, ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა. რაც შეეხება ფურიძეს, მან ორ შეხვედრაში ერთადერთი ქულა აიღო და ბოლოს, “დინამო თბილისთან” 0:4 დამარცხდა.

(226)

გიორგი ჭიაბრიშვილი – სოსო ფრუიძის შეცვლის მთავარი კანდიდატი

სტატიის ავტორი
-