Belive

გიორგი წიტაიშვილი: "ბევრი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ყველაფერი კიევში გაირკვევა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა თავის კარიერულ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ბევრი საუბარია და ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა მიიღებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები და რა იქნება შემდეგ, უკვე იქ გავარკვევ. "ჩერნომორეცი?" დიდი ხანია არ მითამაშია და ეს იყო ჩემი პირველი სტაბილური სეზონი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე არ მითქვამს, რომ იქ ძალიან გავხსენი და თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობდი. დიდი ხანია არ მითამაშია, ამიტომ ფეხბურთის დონის სრულად დასაბრუნებლად მეტი დროა საჭირო. თუმცა მიხარია, რომ ჩერნომორეცში ვიყავი და იური მოროზთან ვმუშაობდი. ის დიდი მწვრთნელი და პიროვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ეს პერიოდი ჩემთვის კარგი იყო", - თქვა 21 წლის ფეხბურთელმა უკრაინულ გამოცემა meta-ratings.com.ua-სთან საუბრისას.
ქართველი ფეხბურთელის დამატებით, რომელმაც საქართველოს ნაკრებში უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა, სლოვაკური ბრატისვალის "სლოვანი" (რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის და რომელშიც ჯაბა კანაკვა და გურამ კაშია თამაშობენ), რუმინული ბუქარესტის "დინამო", უნგრული "მოლ ფეჰერვარი" და პოლონური კრაკოვის "ვისლა" ინტერესდებიან. ამჟამად, წიტაიშვილი, რომლის კონტრაქტიც კიევის “დინამოს” ეკუთვნის, “ჩერნომორეცშია” განათხოვრებული და 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები