Belive

გიორგი წიტაიშვილი: "გამარჯვება პირველმა იგორ სურკისმა მომილოცა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის U20 საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა U20 მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე ისაუბრა. "თითოეულ გოლსა და გამარჯვებას ჩემს ოჯახსა და მეგობარ გოგონას ვუძღვნი. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემთან ერთად მშობლები და უმცროსი და იმყოფებოდნენ. კიევიდან პირველმა იგორ სურკისმა მომილოცა. დარეკა ყველას მოგვილოცა და გვითხრა რომ შეკრებაზე გველოდება." "მამამ მითხრა, რომ ეხლა შევიგრძნობ, თუ რა განცდაა მსოფლიო ჩემპიონობა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ აქ გავჩერდები - მაშინ რა აზრი აქვს მსოფლიო ჩემპიონობას. ამ წუთისათვის მთავარი ამოცანაა "დინამოში" წინსვლის გაგრძელება" "მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას სრულიად უკრაიანს ვუძღვნი. ხალხს იმედი ჩავუსახეთ, რომ ჩვენთან ფეხბურთი ვითარდება და შეგვიძლია ბევრ რამეს მივაღწიოთ", - აღნისნა გიორგი წიტაიშვილმა.

სხვა სტატიები