Belive

გიორგი წიტაიშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის U20 საფეხბურთო ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი InStat-ის ვერსიით U20 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში 296 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. სამხრეთ კორეელმა კიმმა 294 ქულის, ხოლო უკრაინელმა ვლადისლავ სუპრიაგამ 292 ქულის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები