Belive

"გიორგიმ ეჭვები გაფანტა და შეკითხვებს უპასუხა" - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

2 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "რეალ სოსიედადთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. "ღამურების" კარი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, რაც "ვალენსიამ" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ მეორედ მოახერხა. მატჩის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელის თამაშს ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც თავად "ვალენსიას" წარმომადგენლების, ისე გულშემატკივრებისა და იმ წამყვანი ევროპული სტატისტიკური კომპანიებისგან, რომლებიც მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას აწარმოებენ.

საინტერესოა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა "დინამო თბილისის" აღზრდილი მეკარის თამაშს ესპანურ მედიაში.


"ხაუმე დომენეკი თუ გიორგი მამარდაშვილი. დებატები იმკის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიცვას "ვალენსიას" კარის უსაფრთხოება, მას შემდეგ გამწვავდა, რაც იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო. მას მერე, რაც დომენეკმა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სერიოზული შეცდომები დაუშვა, შანსი მამარდაშვილს მიეცა. და მან ეს შანსი გამოიყენა,. იმდენად, რომ მან საწყის წუთებშივე, ორი კარგი მოგერიებით დებატების საჭიროება გააუქმა.  მამარდაშვილი ძალიან დამაჯერებელი იყო და ისმის კითხვა - უნდა ითამაშოს თუ არა კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგაც? ძალიან ცოტას თუ შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ სეზონის დასაწყისში, ქართველი მეკარე ბორდალასის ხელმძღვანელობით ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშებდა. სინამდვილეში, რეალობა ისაა, რომ მამარდაშვილი აქ მეორე გუნდის, "ვალენსია მესტალიას" გასაძლიერებლად მოვიდა. თუმცა, მეკარემ წინასასეზონო შეხვედრებში "ვალენსიელთა" კარში დგომისას შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ისარგებლა ხაუმესა და სილესენის ტრავმებით, რამაც მას ძირითად შემადგენლობაში აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, მისი სიხარული, დიდხანს არ გაგრძელებულა და "სევილიასთან" და მადრიდის "რეალთან"  დაშვებული რამდენიმე შეცდომის გამო, ქართველი მეკარე სათადარიგოთა სკმაზე გადასვა. სილესენის მორიგი ტრავმის შემდეგ, ბორდალასმა ნდობა თავდაპირველად დომენიკს გამოუცხადა, რომელმაც შეცდომების გამო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და აქ ისევ მამარდაშვილი დაბრუნდა. ახლა მთავარი კიტხვა არის ის, თუ რომელი მეკარე დაიცავს "ვალენსიას" კარს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ", - წერს eldesmarque.com-ი.
No description available.

"ვალენსიამ" "რეალ სოსიედადთან" ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, ლა ლიგის ამ სეზონში კარის მშრალად შენახვა უკვე მეექვსედ მოახერხა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის არის, რომ ამ 6 მატჩიდან სამში, გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მას შემდეგ, რაც იგი მოედანზე დაბრუნდა, ისეთი დამაჯერებელი გახლდათ და იმდენჯერ მოახერხა თავისი გუნდის კარის გადარჩენა, რომ ამით ყველანაირი ეჭვები გააქარწყლა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა მეკარემ უნდა ითამაშოს ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში. ქართველის თამაში ყოველ ჯერზე, როცა ის იწყებს, შესანიშნავია. "ატლეტიკის" წინააღმდეგ, თამაში და იქ მამარდაშვილის უსაფრთხო გამოსვლა მნიშვნელოვანი იარაღი იქნება მისი კონკურენტების განეიტრალების მცდელობისთვის", - ეს კი blanquinegres.com-ის სიტყვებია.
რაც შეეხება ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემა as.com-ს იგი მამარდაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში შემდეგ რამეს წერს:
"მამარდაშვილი "რეალ სოსიედადთან" მატჩით დაუბრუნდა. მან ეს ბოლო გამოსვლიდან ხუთი თვის შემდეგ გააკეთა, მას შემდეგ, რაც განიცადა წარუმატებლობა თასზე უთამაშებლობისა და ტექნიკური გადაწყვეტილების გამო განაცხადის მიღმა დარჩენის გამო. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მან ეს შეძლო და კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რასაც ორი ვარსკვლავური სეივი დაუმატა, რამაც კიდევ ერთხელ მოუტანა მას ოვაციები და "მესტალიას" ტრიბუნების სიყვარული. ქართველმა კვლავ აჩვენა, როგორც ლიგის პირველ ექვს მატჩში, რომ მომავალი მას ეკუთვნის. ნოემბრის შემდეგ. "ვალენსიამ" კარი მშრალად შეინახა. საინტერესოა, ისიც, რომ იმ 6 მატჩიდან, რომელშიც მათ ამის გაკეთება შეძლეს, 3-ში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოცდილება ლა ლიგაში მხოლოდ 7 შეხვედრას იტევს. მის შრომას აფასებდა ბორდალასი, რომელიც ლა ლიგის სხვადასხვა დროს ახლოს იყო მის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებასთან, მაგრამ არ მოითმენდა ქართველის მოტივაციის დაკარგვას, რის გამოც კოპა დელ რეიზე არ ათამაშა. თასზე მისი სათადარიგოთა სკამზე გაგზავნის გადაწყვეტილებამ დისკომფორტი გამოიწვია მეკარეში და კლუბის კეთილშობილურ მიდგომაში ეჭვები გააჩინა. ბორდალასს არ სურდა გიორგის წასვლა არც ზამთარში დათმო იგი. გიორგიმ და კლუბმა იციან, რომ შესაძლებლობა არსებობს და ახლა მას სჭირდება წუთების მოგება სხვადასხვა ზეწოლის სიტუაციების დასაძლევად ("რეალთან" ტრიბუნების დრტვინვის შემდეგ მან შეცდომები "სევილიას" წინააღმდეგაც დაუშვა, როდესაც პირველი გოლი გაუშვა. მისთვის ეს რთული დასაძლევი აღმოჩნდა), ამ მიზეზით მან გამოსცადა რთული პერიოდის სათამაშო წუთების ძიებაში იმის გათვალისწინებით, რომ ლა ლიგა ეკუთვნოდა სილესენს, ხოლო თასი ხაუმეს. თუმცა,მწვრთნელს მისი შენარჩუნება სურდა, რადგან მისი მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება და იცის, რომ თუ ზაფხულში სილესენისთვის შეთავაზებები მოვა, მომავალ წელს გიორგი "ვალენსიას" მეკარე იქნება".
Valencia Mamardashvili coge el guante donde lo dejó - AS.com

23 ტურის შემდეგ, "ვალენსია" ლა ლიგაში დაგროვებული 30 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას "ალავესის" წინააღმდეგ სტუმრად, 13 თებერვალს გამართავს, იქამდე კი 11-ში მამარდაშვილის გუნდი კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები