Belive

გიოტცეს და კლოპის გზები კვლავ გადაიკვეთება?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის" ყოფილი უკანახაზელის, კევინ გროსკოიცის აზრით, მარიო გიოტცემ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლივერპულს" უნდა მიაშუროს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ, გიოტცე გერმანული ტაბლოიდების მთავარი გმირი იყო, თუმცა მისი კარიერა არცისე სახარბიელოდ განვითარდა. მიმდინარე სეზონში, 26 წლის გერმანელი შემტევი მხოლოდ ორჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ყოფილი თანაგუნდელი მიიჩნევს, რომ გიოტცემ "ვესტფალენსტადიონი" რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. დორტმუნდელთა შემტევისათვის იდეალურ ალტერნატივად "ლივერპული" მიიჩნევა. თავის მხრივ, მერსისაიდული გრანდის წარმომადგენლებიც იჩენენ გიოტცეს მიმართ ინტერესს. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, გერმანელი ფეხბურთელი კლოპის ფავორიტთა სიაში შედის. გიოტცეს ტრანსფერში გადამწყვეტი როლი შესაძლოა იურგენ კლოპმა შეასრულოს, რომელიც შესანიშნავად იცნობს 26 წლის გერმანელ შემტევს. კევინ გროსკროიცი მიიჩნევს, რომ კლოპის ხელში გიოტცე კვლავ აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას. "ძალიან ვწუხვარ მის გამო. "ბრიუგეს" წინააღმდეგ მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ ბრალი მხოლოდ გიოტცეს ედება. მისთვის უმჯობესი იქნება თუ იანვარში "დორტმუნდს" დატოვებს. იურგენ კლოპი გიოტცეს შესანიშნავად იცნობს, ამიტომაც "ლივერპული" მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება", - აღნიშნა გროსკროიცმა.

სხვა სტატიები