Belive

გისდოლი | ვერ ვიმუშავებ ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის "ლოკომოტივის" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა - მარკუს გისდოლმა თანამდებობა დატოვა. გისდოლის მტკიცებით, მას არ შეუძლია იმუშავოს ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. მსოფლიოს მასშტაბით, გავლენიანი სპორტული ორგანიზაციები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები და პროფესიონალი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან.
"არ შემიძლია ვიმუშავო ქვეყანაში, რომლის ლიდერიც პასუხისმგებელია ომის დაწყებასა და აგრესიაზე ევროპის შუაგულში. ეს ყველაფერი არ შეესაბამება ჩემს ღირებულებებს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დავტოვო "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. არ შემიძლაია ვიდგე მოსკოვში სავარჯიშო მოედანზე, ვავარჯიშებდე მოთამაშეებს და მოვითხოვდე პროფესიონალიზმს, მაშინ, როდესაც რამდენიმე კილომეტრით მოშორებით გაცემული ბრძანება ადამიანებს უდიდეს განსაცდელში ამყოფებს", - აღნიშნა გისდოლმა.

სხვა სტატიები