Belive

გიუნდოგანი: "მანჩესტერ სიტი დიდი გუნდი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტენჰემს დავამარცხებდით"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ტოტენჰემთან" მარცხის (1:0) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ილქაი გიუნდოგანი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები ამ დონის მატჩების ჩასატარებლად არ არიან მზად. "ჩვენ არ გამოგვივლენია საკმარისი სიმამაცე და უამრავი შეცდომა დავუშვით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვნერვიულობთ, ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ." "ასეთ მატჩებში ყოველთვის განსაკუთრებული რამის გაკეთებას ვცდილობთ, რადგან სასწორზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დევს. შესვენების წინ ვერ გამოყენებულმა თერთმეტმეტრიანმა მნიშვნელოვნად დაგვხია უკან. პენალტი რომ გაგვეტანა დავწინაურდებოდით. საპირისპიროდ, სრულიად გამოვეთიშეთ მატჩს." "მსგავსი რამ დიდ გუნდს არ უნდა დაემართოს. სწორედ ამიტომ არ ვართ ჯერ დიდი გუნდი", - აღნიშნა ილქაი გიუნდოგანმა.

ასევე იხილეთ: ტოტენჰემი 1:0 მანჩესტერ სიტი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები