Belive

გიუნდოგანმა საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა თქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ამჟამად რობერტ ლევანდოვსკია, რომელთან ერთადაც დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა. "რობერტთან ერთად თამაში დიდი პატივი იყო. ის ყოველდღიურად უფრო და უფრო უმატებდა. ტექნიკური თვალსაზირისით იგი ყოველთვის დიდებული იყო, ახლა კი თავის არსენალს შექმნის შესანიშნავი უნარიც შესძინა. ჩემი აზრით, ლევანდოვსკი დღეს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი და საუკეთესო თავდამსხმელია",-თქვა თურქმა ფეხბურთელმა. ამ სეზონში, პოლონელმა "ბაიერნის" მაისურით 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები