Belive

GiveMeSport-მა დაასახელა 12 გუნდი, რომელსაც ახალ სეზონში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ

1 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ზაფხულში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რამაც ზოგიერთი კლუბი დაასუსტა, ზოგი კი საგრძნობლად გააძლიერა. პოპულარულმა სპორტულმა ვებგვერდმა, givemesport-მა, დაასახელა 12 გუნდი, რომელსაც 2022-2023 წლების სეზონში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ეყოლება: 12. არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონელებისთვის მთავარი ტრანსფერი გაბრიელ ჟესუსის გაფორმება იყო. ბრაზილიელს ახალ გუნდში, შესაძლოა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ოლექსანდრ ზინჩენკოც შეუერთდეს. მეკარეები: აარონ რამსდეილი, ბერნარდ ლენო. მცველები: კირან ტირნი, გაბრიელი, ბენ უაითი, ტაკეჰირო ტომიასუ, ექტორ ბელერინი, ნუნო ტავარეში ნახევარმცველები: მარტინ ოდეგაარი, იმილ სმიტ-როუ, ფაბიო ვიეირა, ტომას პარტეი, გრანიტ ჯაკა თავდამსხმელები: ბუკაიო საკა, გაბრიელ მარტინელი, გაბრიელ ჟესუსი, ედი ნკეტია.

11. ინტერი ,,ნერაძურიმ'' ჩელსიდან რომელუ ლუკაკუ დაიბრუნა. ბელგიელი თუ კვლავ შეძლებს 30 გოლის გატანას, მილანური გუნდი სერია ა-ს მოგების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი იქნება. მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი, ანდრე ონანა მცველები: მილან შკრინიარი, ალესანდრო ბასტონი, სტეფან დე ვრეი, მატეო დარმიანი, დალბერტი, დენზელ დუმფრისი ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, მარსელო ბროზოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, რობინ გოსენსი, ჰენრიკ მხითარიანი თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო, ლაუტარო მარტინესი, ხოაკინ კორეა, ალექსის სანჩესი 10. მანჩესტერ იუნაიტედი იუნაიტედში მთავარი ცვლილება ახალი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგია, რომელმაც გუნდში ,,აიაქსის'' ყოფილი მცველი, ლისანდრო მარტინესი მიიყვანა. ,,წითელმა ეშმაკებმა'', ასევე, კრისტიან ერიქსენი და ტაირელ მალასია გაიფორმეს. მეკარეები: დავიდ დე ხეა მცველები: რაფაელ ვარანი, ჰარი მაგუაიერი, ლისანდრო მარტინესი, ლუკ შოუ, აარონ ვან-ბისაკა, ერიკ ბაილი, ალექს ტელეში, ტაირელ მალასია ნახევარმცველები: ფრედი, კრისტიან ერიქსენი, ბრუნო ფერნანდეში, სკოტ მაკტომინეი, დონი ვან დე ბეეკი თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო, ანტონი მარსიალი, ანტონი ელანგა
9. ატლეტიკო მადრიდი მეკარე: იან ობლაკი მცველები: ხოსე მარია ხიმენესი, მარიო ერმოსო, სტეფან სავიჩი, რენან ლოდი ნახევარმცველები: ჟოფრი კონდოგბია, აქსელ ვიტსელი, როდრიგო დე პაული, საულ ნიგესი, კოკე, მარკოს ლორენტე, ტომას ლემარი, იანიკ კარასკო თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი, ანხელ კორეა, ანტუან გრიზმანი, ალვარო მორატა, მატეუს კუნია 8. ჩელსი ჩელსის ახალი ხელმძღვანელები ჰყავს და გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, დიდი ალბათობით, კიდევ რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს. ,,არისტოკრატებმა'' რამდენიმე დღის წინ ორი ვარსკვლავი - რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი გაიფორმეს. მეკარეები: ედუარდ მენდი, კეპა არიზაბალაგა მცველები: რის ჯეიმსი, ტიაგო სილვა, კალიდუ კულიბალი, ბენ ჩილუელი, მარკოს ალონსო, სესას ასპილიკუეტა ნახევარმცველები: ნ'გოლო კანტე, მატეო კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მეისონ მაუნტი, ჰაკიმ ზიეჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, კონორ გალაჰერი თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი, კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი, კრისტიან პულისიჩი

7. ტოტენჰემი ჰარი კეინისა და სონის სახით, ანტონიო კონტეს გუნდში პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევები ჰყავს. მიუხედავად ამისა, ,,დეზებმა'' ,,ევერტონიდან'' კიდევ ერთი მაღალი დონის თავდამსხმელი, რიშარლისონი დაიმატეს. ,,სპურსმა'', ასევე, ივან პერიშიჩი, ივ ბისუმა და კლემან ლენგლე გაიფორმა. მეკარე: უგო ლორისი მცველები: იან ვერტონგენი, კლემან ლენგლე, დევინსონ სანჩესი, სერხიო რეგილონი, მეტ დოერტი, ჯედ სპენსი ნახევარმცველები: პიერ-ემილ ჰოიბერგი, ივ ბისუმა, ტანგი ნდომბელე, როდრიგო ბენტანკური, ჯოვანი ლო სელსო, ივან პერიშიჩი თავდამსხმელები: ჰარი კეინი, სონი, რიშარლისონი, ლუკას მოურა, დეიან კულუშევსკი 6. ბარსელონა მილიარდიანი ვალის მიუხედავად, ბარსელონამ ზაფხულში არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელის გაფორმება შეძლო. კატალონიურ გუნდში რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესი და ანდრეას კრისტენსენი მივიდნენ. მეკარე: მარკ ანდრე ტერ შტეგენი მცველები: ჟერარ პიკე, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, როლანდ არაუხო, სამუელ უმტიტი, სერჯინო დესტი ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი, პედრი, გავი, სერხიო ბუსკეტსი, ფრანკ კესი, ნიკო გონსალესი, სერხი რობერტო თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ანსუ ფატი, უსმან დემბელე, რაფინია, მემფის დეპაი, ფერან ტორესი

5. ბაიერნი მართალია, მიუნხენელებმა გუნდის მთავარი ბომბარდირი, რობერტ ლევანდოვსკი დაკარგეს, თუმცა ლივერპულიდან სადიო მანე დაიმატეს. რეკორდმაისტერში, ასევე, მატიას დე ლიხტი და რაიან გრავენბერხი გადავიდნენ. მეკარე: მანუელ ნოიერი მცველები: მატიას დე ლიხტი, ბენჟამინ პავარი, დაიო უპამეკანო, ალფონსო დევისი, მატიას დე ლიხტი, ლუკას ერნანდესი ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, რაიან გრავენბერხი, მარსელ ზაბიცერი თავდამსხმელები: სადიო მანე, ლეროი სანე, სერჟ გნაბრი, ტომას მიულრი, ჯამალ მუსიალა, კინგსლი კომანი 4. რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა ზაფხულში ჯერჯერობით ორი ფეხბურთელი გაიფორმეს - გუნდში ანტონიო რუდიგერი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა, ორელიენ ჩუამენი კი მადრიდელებს 80 მილიონი ევრო დაუჯდათ. მეკარე: ტიბო კურტუა მცველები: დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა, ანტონიო რუდიგერი, ფერლან მენდი ნახევარმცველები: ტონი კროოსი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ორელიენ ჩუამენი, ედუარდო კამავინგა, ფედერიკო ვალვერდე, ლუკას ვასკესი თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ედენ აზარი, მარკო ასენსიო 3. ლივერპული მართალია, ლივერპული გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, სადიო მანემ დატოვა, თუმცა მერსისაიდელებმა ურუგვაელ ამომავალ ვარსკვლავში - დარვინ ნუნიესში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს და, როგორც ჩანს, სენეგალელის შემცვლელს სწორედ მასში ხედავენ. მეკარე: ალისონი მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჟოელ მატიპი, ვირჯილ ვან დაიკი, ენდრიუ რობერტსონი, იბრაჰიმა კონატე, ჯო გომესი, კოსტას ციმიკასი, კელვინ რემზი ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა, ფაბინიო,  ჯორდან ჰენდერსონი, ჰარვი ელიოტი, ნაბი კეიტა, კურტის ჯონსი, ფაბიო კარვალიო თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო, დარვინ ნუნიესი, დიოგო ჟოტა, ლუის დიასი 2. პსჟ პარიზული გუნდის მთავარი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. გუნდმა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და მის ნაცვლად კრისტოფ გალტიე დანიშნა. პსჟ-მა გუნდის ბირთვი შეინარჩუნა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაიმატა. მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, კეილორ ნავასი მცველები: სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, პრესნელ კიმპემბე, ნუნო მენდეში, ლევენ კურზავა, ხუან ბერნატი, ტილო კერერი ნახევარმცველები: მარკო ვერატი, ლეანდრო პარედესი, რაფინია, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ვიტინია, ანდერ ერერა, იულიან დრაქსლერი, იდრისა გეიე, დანილო პერეირა, პაბლო სარაბია თავდამსხმელები: ლეო მესი, კილიან მბაპე, ნეიმარი, მაურო იკარდი
  1. მანჩესტერ სიტი
პსჟ-ს მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მოგება მანჩესტერ სიტის მთავარი მიზანიცაა. ქალაქელებს მიზნის მიღწევაში ნორვეგიელი ახალწვეული, ერლინგ ჰოლანდი უნდა დაეხმაროს, რომელშიც გუნდმა 60 მილიონი ევრო გადაიხადა. მეკარე: ედერსონი მცველები: კაილ უოკერი, რუბენ დიაში, აიმერიკ ლაპორტი, ჯონ სტოუნსი, ჟოაუ კანსელუ, ნათან აკე ნახევარმცველები: როდრიგო, კელვინ ფილიფსი, ილკაი გიუნდოგანი, ფილ ფოდენი, ბერნარდუ სილვა, კევინ დე ბრუინე, ჯეკ გრილიში თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი, რიად მარეზი, ხულიან ალვარესი.

სხვა სტატიები