Belive

გლადბახმა ტურამი 1 თვის ხელფასის ოდენობის თანხით დააჯარიმა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე მარკუს ტურამი უნდა დაისაჯოს სტეფან პოშთან ინციდენტის გამო. "გლადბახმა" 23 წლის შემტევი 1 თვის ხელფასის ოდენობით დააჯირმა, მას შემდეგ, რაც ის შაბათს  "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. "გლადბახისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრის 77-ე წუთზე ერთმანეთთან შელაპარაკდნენ მარკუს ტურამი და სტეფან პოში, ფრანგმა ფეხბურთელმა ძალიან არასპორტული საქციელი ჩაიდინა და მეტოქეს პირდაპირ სახეში შეაფურთხა. რასაკვირველია, მსაჯმა მომენტი გადაამოწმა და ტურამი მოედნიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ ტურამმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო, კლუბმა მისი დაჯარიმება მაინც გადაწყვიტა - ტურამის ერთი თვის ხელფასი კლუბის გადაწყვეტილებით ქველმოქმედებას მოხმარდება. "გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
"დღეს დილით მარკუსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა, რა დროსაც მან კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში თავისი საქციელის გამო". "მარკუსმა დამარწმუნა, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა და მეტოქისთვის სახეში შეფურთხება არ უნდოდა. მე შესაძლოა მჯერა მისი, მაგრამ მან თავადაც იცის, რომ ეს არაფერს ცვლის, ფოტოები ყველაფერზე მეტყველებს და მისი გაძევება სწორი გადაწყვეტილება იყო". "როგორც კლუბი, ჩვენ მას ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხით ვაჯარიმებთ. ეს თანხა კარგ საქმეს მოხმარდება". "გუშინ საღამოს მარკუსმა ბოდიში მოუხადა სტეფან პოშს, "ჰოფენჰაიმს", საკუთარ თანაგუნდელებს და "გლადბახის" გულშემატკივრებს. და ახლა კლუბის სახელით მეც მინდა იგივე გავაკეთო და ბოდიში მოვიხადო". "მარკუსმა შეცდომა დაუშვა, რის გამოც დაისჯება, თუმცა ის ისევ იმ ადამიანად რჩება რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და მის გვერდით ვიქნებით".
იხილეთ ინციდენტის ვიდეო:
 

სხვა სტატიები