Belive

გლები: "ბარსელონამ ალკოჰოლის მოყვარული რონალდინიო და დეკო მესის დასაცავად გაყიდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, რონალდინიოსა და დეკოს "ბლაუგრანას" დატოვება მოუწიათ. კატალონიური გრანდის ყოფილი მცველი, ალექსანდრ გლები რონალდინიოსა და დეკოს გაყიდვის რეალურ მიზეზს ასახელებს. გლების მტკიცებით, "ბარსელონამ" რონალდინიო და დეკო ლეო მესის დასაცავად გაყიდა. ბელარუსი მცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიო და დეკო ვარჯიშებზე არაერთხელ მივიდნენ ნასვამ მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვარდიოლა შიშობდა, რომ ვარსკვლავები ლეო მესიზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდნენ და მის კარიერას საფრთხეს შეუქმნიდნენ. "რონალდინიო და დეკო ვარჯიშზე ნასვამები მოვიდნენ. ამიტომაც გაყიდა გვარდიოლამ ორივე მათგანი 2008 წელს. პეპი შიშობდა, რომ ვარსკვლავები ლეო მესიზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდნენ და მის პროგრესს შეაჩერებდნენ", - აღნიშნულია ალექსანდრ გლების განცხადებაში.  

სხვა სტატიები