Belive

გლები რონალდუსა და მესის ბელარუსში თამაშს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო, სრულიად ევროპის მასშტაბით საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყდა. შეზღუდვა შეეხო არა მხოლოდ ფეხბურთს - ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. ამ მხრივ, ერთადერთ გამონაკლისს ბელარუსი წარმოადგენს: ბელარუსის უმაღლესი ლიგა ერთადერთი ევროპული საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც არ გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა ალექსანდრ გლებმა. "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ბელარუსის უმაღლეს ლიგაში თამაშს სთავაზობს. "იქნებ კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმ ბელარუსის უმაღლეს ლიგაში იასპარეზონ, წარმოგიდგენიათ, ამით ხალხს როგორ გაახარებენ? ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სპორტული ღონისძიებები არ შეჩერდა. ადამიანებს, რომლებსაც საფეხბურთო მატჩების ხილვა სურთ, შეუძლიათ ჩვენს ჩემპიონატს უყურონ,", - აღნიშნა გლებმა.

სხვა სტატიები