Belive

გლები: "საქართველო ჩვენზე ძლიერია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილი ბელარუსი ფეხბურთელი ვიაჩისლავ გლები საქართველოს ნაკრების და მოახლოებული ერთა ლიგის ნახევარფინალის შესახებ საუბრობს. ალექსანდერ გლების 36 წლის ძმა, რომელიც ახლა სამშობლოში, რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს და ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ აღარ მიუწვევიათ, ევრო 2020-ზე ბელარუსის ნაკრების მოხვედრას პესიმისტურად აფასებს. "არა თუ კოსოვო, რომელიც მართლაც ძალიან მაგარი გუნდია, საქართველოც კი ჩვენზე ძლიერია. კოსოვოზე ჰიპოთეტურადაც კი არ ვფიქრობ, მათთან წარმატებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი, თუ ფორტუნა ჩვენს მხარეს იქნება",-თქვა გლებმა. გლებს ეროვნულ გუნდში 45 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. საქართველო-ბელარუსს 26 მარტს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში, D დივიზიონის ფინალიც ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარდება.

სხვა სტატიები