Belive

Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 დეკემბერს დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება ჩატარდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში დასახელდნენ. ნომინაციაში "21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი" "მანჩესტერ სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა გამარჯვებული.

ამავე ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ: ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო და ალექს ფერგიუსონი. საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

რონალდუმ მესის, სალაჰსა და რონალდინიოს აჯობა. 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვებული "მიუნხენის ბაიერნის" მთავარი მწვერთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდა.

ფლიკმა ხმების რაოდენობით იურგენ კლოპს და ჯან პიერო გასპერინის აჯობა. 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდად მადრიდის "რეალი" დასახელდა.

საუკუნის საუკეთესო აგენტად ხორხე მენდესი დასახელდა.

მიმდინარე წლის საუკეთესო გუნდის ტიტული მიუნხენის "ბაიერნს" ერგო.

მიმდინარე წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

სხვა სტატიები