Belive

გნაბრი და ბაიერნი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ფეხბურთელით რამდენიმე გრანდი ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' შემტევი, სერჟ გნაბრი გუნდთან ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდება. ფეხბურთელს მიუნხენურ გრანდში დარჩენა სურს, თუმცა შეთავაზებული ფინანსური პირობებით უკმაყოფილოა. გნაბრის უნდა, რომ ხელფასის სახით იმდენივე თანხა მიიღოს, რამდენსაც კინგსლი კომანი და ლეროი სანე გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით 15 მილიონი ევროა. გერმანელის გაშვება არც ,,ბაიერნის'' გეგმებში შედის და მისი შენარჩუნება პირადად იულიან ნაგელსმანის ინტერესებშია. გნაბრის გადაბირებით რამდენიმე გრანდი ინტერესდება, მათ შორის ,,რეალი'', ,,ბარსელონა'', ,,ლივერპული'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' არიან. მიმდინარე სეზონში 26 წლის შემტევის ანგარიშზე ,,რეკორდმაისტერის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელს ,,ბაიერნთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები