Belive

გნაბრის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე ცრუ დადებითი აღმოჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანელმა ვინგერმა "მიუნხენის ბაიერნის" ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე იმის გამო, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. თუმცა, გნაბრის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე ცრუ დადებითი აღმოჩნდა, შესაბამისად, ფეხბურთელს უკვე დართეს ნება, რომ გუნდს შეუერთდეს. 25 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც გერმანიის ნაკრებიდან დაბრუნდა, ფეხბურთელი წესების მიხედვით კარანტინს საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გადიოდა. კარანტინის გამო გნაბრიმ "ბაიერნის" ბოლო ორ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა რეკორდმაისტერმა დანაკლისის მიუხედავად ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა: ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნმა" "ატლეტიკოს" 4:0 მოუგო, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში - "აინტრახტს" 5:0. "ბაიერნის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ გნაბრი კარანტინში გადასვლიდან ყოველდღე აბარებდა ტესტს კორონავირუსზე და ყოველ ჯერზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, მან გაიარა ანტისხეულების ტესტიც, რომელიც ასევე უარყოფითი აღმოჩნდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მიუნხენის ჯანდაცვის ორგანოები მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ მისი წინა ტესტის პასუხი ცრუ დადებითი იყო. შედეგად გააუქმეს მისთვის განკუთვნილი 14-დღიანი კარანტინი. სერჟ გნაბრის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრაში, რომელსაც "ბაიერნი" "ლოკომოტივთან" გამართავს, უკვე შეეძლება მონაწილეობის მიღება.  

სხვა სტატიები