Belive

GOAL.COM | რეალი მბაპეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარადგენს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის, Goal.com-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი დახურულია. დარჩენილია მხოლოდ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის წარდგენის ცერემონიალი და "სამეფო კლუბის" მხრიდან ტრანსფერის გაოფიციალურება, რომელსაც მადრიდის "რეალი", ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს. როგორც ცნობილი ხდება, კილიან მბაპე მადრიდის "რეალს" უფასოდ შეუერთდება. Goal.com - ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" 4-თვიანი მოლაპარაკების შედეგად, კილიან მბაპესთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალია შესათანხმებელი. მადრიდელები ასევე ელოდებიან ფრანგი ფეხბურთელის, "პსჟ"-დან წამოსვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას.

კილიან მბაპე ყოველთვის ოცნებობდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშზე, მადრიდელები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადრე თუ გვიან ფრანგი ვუნდერკინდი "სამეფო" ფორმას მოირგებდა.

სხვა სტატიები