Belive

Goal.com: ვინ არის ინსინიეს შემცვლელი - ხვიჩა კვარაცხელია?

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ი საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმა დაადასტურა, აღნიშნულმა გამოცემამ კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და მისი შესაძლებლობები განიხილა.
"ევროპული საფეხბურთო სცენის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიჩნეული ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიშიინსინიეს მემკვიდრე იქნება. ისეთი ჩემპიონის ჩანაცვლება, როგორიც ლორენცო ინსინიეა, რთული საქმეა, მაგრამ კლუბის სატრანსფერო აგენტებმა უკვე იპოვეს ახალი მარგალიტი, რომელზეც ფსონი მტკიცედ უნდა დადონ - ხვიჩა კვარაცხელია. ინსინიეს მსგავსად,კვარაცხელია გარემარბია და ისევე, როგორც "ნაპოლის" ამჟამინდელი 24-ე ნომერი, ისიც არაჩვეულებრივი ტექნიკური თვისებებით არის დაჯილდოებული. ქართული ფეხბურთის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შემოთავაზებულმა უდიდესმა ტალანტმა თავისი სახელი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბების დავთარში მოახვედრა. კვარაცხელიას "აიაქსს", დორტმუნდის "ბორუსიას", "იუვენტუსს" და "მილანს" უკავშირებდნენ და ოცდაერთი წლის ასაკში, როგორც ჩანს, საბოლოოდ მზად არის დიდი ნახტომისთვის. თბილისში 2001 წლის 12 თებერვალს დაბადებული ფეხბურთელი თავისი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში "დინამოში" გაიზარდა. იგი 8 წლის ასაკში შეუერთდა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და 17 წლის ასაკში, ეროვნულ ლიგაში, რომელიც რანგით საქართველოში ყველაზე მაღალია, დებიუტიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტალანტი თავის ქვეყანაში (2016-2018 წლებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 23 თამაშში 15 გოლი გაიტანა), 2018 წელს თბილისის "დინამო" დატოვა მეტი სათამაშო დროის მისაღებად "რუსთავში". იმავე წლის ივნისიდან ის ხდება მისი ახალი გუნდის მამოძრავებელი, რომელთან ერთადაც მან ჩაატარა თვრამეტი მატჩი და სეზონში სამი გოლი გაიტანა. მისი თამაში თვალშისაცემი აღმოჩნდა რუსული კლუბებისთვის და 2019 წლის იანვარში მოსკოვის "ლოკომოტივმა" დაიმატა. იგი იქ იჯარით გადავიდა და 7 მატჩში გატანილი 1 გოლით შემოიფარგლა, თუმცა, "ლოკომოტივის" მწვრთნელი, იური სიომინი, ბიჭში დიდ პოტენციალს ხედავს, იმდენად, რომ არ მალავს სინანულს იმის შესახებ, რომ კლუბმა იგი არ გამოისყიდა.
ხვიჩა კვარაცხელია, transkermarket-ზე დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია | imedinews
საბოლოდ იგი "რუბინში" აღმოჩნდა და ეს ის კლუბი გამოდგა, რომლითაც იგი საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს მაღალ დონეზე. 2019 წელს უეფამ იგი ევროპული საფეხბურთო სცენის ყველაზე პერსპექტიული  ტალანტების სიაში შეიყვანა. ყაზანურ კლუბთან ერთად მან სულ სამოცდასამი მატჩი ჩაატარა ცხრა გოლით და თვრამეტი საგოლე გადაცემით. 2022 წლის 24 მარტს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ის ააუქმებს კონტრაქტს "რუბინთან" (მან და მისმა ოჯახმა საქართველოში მიიღეს კრიტიკა და მუქარა რუსეთში ყოფნის გამო) და დაბრუნდა სახლში, რათა ეთამაშა "დინამო ბათუმში". ის იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში დაიბადა, ითამაშა რუსეთის უმაღლეს ლიგაში და ჰქობდა დებიუტი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თვრამეტი წლის ასაკში. გარემარბის, რომელსაც შეუძლია როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ თამაში, შეიძლება ჰქონდეს არაჩვეულებრივი ტექნიკური თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა, მიუხედავად მისი სიმაღლისა (1,83 70 კგ), ასევე მას აქვს თავისი საუკეთესო იარაღი სისწრაფე და ისევ სისწრაფე. მას უყვარს მარცხნიდან დაწყება და შემდეგ კონცენტრირება და დაგვირგვინების ძიება. ამას ის მარტივად ახერხებს, რადგან როდესაც დრიბლინგს იწყებს, პრაქტიკულად შეუჩერებელი ხდება. მეტოქის მოტყუების უნარი მას ძალიან კარგ თავდამსხმელად აქცევს მოქმედების გადატრიალებაში. კვარაცხელია ფაქტობრივად სრულფასოვანი მოთამაშეა, დამღუპველი თავისუფალ სივრცეში. მას გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. ისევე როგორც მისი ასაკის ბევრი ბიჭი, ის დროთა განმავლობაში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს ტაქტიკური თვალსაზრისით, მას შეუძლია გადადგას შემდეგი ნაბიჯი: თავდაცვითი ფუნქციები შეუძლია გაიზარდოს", - წერს goal.com-ი. უდიდესი ალბათობით, კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდება და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები