Belive

გოდინი: ,,რომ არა მესი და რონალდუ, ატლეტიკო ლა ლიგას მეტჯერ მოიგებდა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაც მოგვეგო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო გოდინმა, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, მესის შეკავება უფრო რთულია. არ გამიმართლა, რადგან მათ წინააღმდეგ ევროტურნირებზეც ვთამაშობდი. მათ ,,ატლეტიკოს'' რამდენიმე თასი წაართვეს.

,,ბარსელონაში'' მესის და ,,რეალში'' რონალდუს გარეშე, ერთით მეტი ლა ლიგა მოგებული აუცილებლად გვექნებოდა და შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაც მოგვეგო... ჩვენ შევძელით და მონსტრებს წინააღმდეგობა გავუწიეთ,'' - გოდინის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

დიეგო გოდინი ,,ატლეტიკოში'' 2010-2019 წლებში თამაშობდა. ურუგვაელმა ,,როხიბლანკოსთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპა ლიგა (2-ჯერ) და უეფას სუპერთასი მოიგო.

გოდინი მადრიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,რეალთან'' ორჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები