Belive

Golden Boy 2018-ის გამარჯვებული ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Golden Boy 2018-ის გამარჯვებული ჰოლანდიის ნაკრებისა და "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავი მატეის დე ლიხტი გახდა. ტიტულისათვის ბრძოლაში დე ლიხტს მთავარ კონკურენციას ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ვინიციუს ჯუნიორი და პატრიკ კუტრონე უწევდნენ. 19 წლის ცენტრალურმა მცველმა არაერთი ფენომენალური პერფორმანსით შეძლო თავის გამოჩენა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დე ლიხტი ნარინჯისფერთა და "აიაქსის" დაცვის უცვლელ წევრად ითვლება. "აიაქსის" აკადემიის აღზრდილს უკვე უკავშირებენ ისეთ გრანდებს, როგორიცაა "პსჟ", "ბარსელონა" და "ბაიერნი".

სხვა სტატიები