Belive

Golden Boy 2019-ს გამარჯვებული ცნობილია!  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ჟოაო ფელიში "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს გამარჯვებული, ანუ 2019 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიელმა ტალანტმა Tuttosport-ის ყოველწლიურ ნომინაციაში საფეხბურთო ექსპერტებისა და ჟურნალისტების ხმების უმეტესი ნაწილი (332 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჯადონ სანჩო (175 ხმა) გავიდა, მესამე პოზიცია კი ასევე ბუნდესლიგაში მოთამაშე, "ლევერკუზენის" ერთ-ერთმა ლიდერმა კაი ჰავერცმა დაიკავა (75 ხმა). ფელიშმა წლის პირველი ნახევარი ლისაბონის "ბენფიკაში" გაატარა და პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა, ზაფხულში კი მადრიდის "ატლეტიკომ" კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხა 126 მილიონ ევროდ შეიძინა. წარსულში ეს ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, რაფაელ ვან დერ ვაარტი, უეინ რუნი, ცესკ ფაბრეგასი, ალეშანდრე პატო, მარიო ბალოტელი, მატეის დე ლიხტი, კილიან მბაპე, პოლ პოგბა, რენატო სანჩესი, რაჰიმ სტერლინგი, ისკო, მარიო გიოტცე და ენტონი მარსიალი არიან.
João Felisch, Getty Images

სხვა სტატიები