Belive

Golden Boy 2020-ის გამარჯვებული ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის ბორუსიას" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს გამარჯვებული, ანუ 2020 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.  20 წლის ნორვეგიელმა ტალანტმა Tuttosport- ის ყოველწლიურ ნომინაციაში საფეხბურთო ექსპერტებისა და ჟურნალისტების ხმების უმეტესი ნაწილი მიიღო. ჰოლანდმა გამოკითხვაში აჯობა თანაგუნდელ ჯეიდონ სანჩოს, "ბაიერნის" მარცხენა მცველს ალფონსო დეივისს, "იუნაიტედის" შემტევს მეისონ გრინვუდს, "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტს ანსუ ფატის. გამოკითხვაში მე-2 ადგილი ანსუ ფატიმ დაიკავა, მე-3 ადგილზე ალფონსო დეივისი გავიდა. ჰოლანდმა "დორტმუნდის ბორუსიასთან" კონტრაქტს 2019 წლის ბოლოს მოაწერა ხელი. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა 6 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. გასულ წელს Golden Boy 2019-ის ჯილდო "მადრიდის ატლეტიკოს" შემტევმა ჟოაო ფელიქსმა მოიგო.

სხვა სტატიები