Belive

Golden Boy-ს ტიტულისათვის 5 ამომავალი ვარსკვლავი იბრძოლებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯასტინ კლუივერტი, მატეის დე ლიხტი, პატრიკ კუტრონე და ვინიციუს ჯუნიორი "Golden Boy 2018"-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. აღნიშნულ ჯილდოს გავლენიანი იტალიური სპორტული ტაბლოიდი, Tuttosport-ი ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე 21-წლამდელ ფეხბურთელებს გადასცემს - გასული წლის გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მასიმო ფრანკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია ყოველწლიურად ერთი ახალი ტალანტის გამოვლენა - სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხვდა კილიან მბაპე წლევანდელ კანდიდატთა შორის. "Golden Boy"-ს პირველი დაჯილდოვების გამარჯვებული, 2003 წელს რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა. სხვადასხვა დროს, ტიტულის მფლობელები აგრეთვე გახდნენ ლეო მესი და უეინ რუნი. საფეხბურთო მიმომხილველების თვალსაზრისით, წლევანდელი დაჯილდოვების ფავორიტი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდია. "ლივერპულის" ახალგაზრდა ტალანტმა ფენომენალური პერფორმანსით შეძლო არაერთი გულშემატკივრის აღფრთოვანება.  

სხვა სტატიები