Belive

გოლი და საგოლე პასი: ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი თამაშის სტატისტიკა უფას წინააღმდეგ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში ყაზანის "რუბინი" "უფას" ესტუმრა და - 3:0 იმარჯვა. გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იყო. 20 წლის ქართველმა ჯერ 30-ე წუთზე, დენის მაკაროვს საგოლე გადაცემა გაუკეათა, 12 წუთის შემდეგ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა. კვარაცხელიას აქტივში 8 საგოლე გადაცემაცაა. აღნიშნულ შეხვედრაში "რუბინის" ქართველი 21-ე ნომრის თამაში წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა 8 ქულით შეაფასეს, რაც შეხვედრაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო (საუკეთესო ხვიჩას თანაგუნდელი ენის მაკაროვი გახდა, რომელმაც 9 ქულა დაიმსახურა) დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
  • გოლი: 1
  • საგოლე გადაცემა: 1
  • ბურთთან შეხება: 45
  • პასის სიზუსტე: 20/24 (83%)
  • საკვანძო გადაცემა: 2
  • გრძელი პასი: 1/4
  • წარმატებულად შესრულებული დრიბლინგი: 2/3
  • მოედანზე მოგებული ორთაბრძოლები: 3/10
  • კარში დარტყმა: 2
  • კარისკენ დარტყმა: 2
  • ჯარიმა: 1
  • მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1

საერთო შეფასება

Whoscored.com: 8.0 Sofascore: 7.6

გადაადგილების რუკა

სხვა სტატიები