Belive

გოლი, რომელმაც საქართველოს შანსები კიდევ უფრო გაზარდა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის, D-დივიზიონის D1 ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ანდორა - ყაზახეთს დაუპირისპირდა, რამდენიმე წუთის წინ, ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ანდორამ მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მატჩის 86-ე წუთზე, ჯორდი ალეზმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ალეზის გოლმა ანდორას ქულა მოუტანა, თუმცა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო დააახლოვა. სწორედ აღნიშნული ჯგუფი იწვევს ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ყურადღებას. D1 ჯგუფს საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ქულით უდგას სათავეში. მისი მთავარი კონკურენტი (ყაზახეთი) საკუთარ მოედანზე საქართველოსთან მარცხის შემდეგ, სტუმრად ანდორას დაუზავდა და პრაქტიკულად გამოეთიშა პირველი ადგილისათვის ბრძოლას. D1 ჯგუფში, ქულათა სოლიდური ჰანდიკაპის მოპოვების შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ქვეჯგუფში, 2 ქულით, მეორე ადგილს ანდორა იკავებს. ანდორელებს სერიოზული გამოცდის ჩაბარება ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ მოუწევთ. 2018 წლის, 13 ოქტომბერი ქართული ფეხბურთისათვის შესაძლოა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცეს. 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველო - ანდორას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს პრაქტიკულად გაინაღდებს.

სხვა სტატიები