Belive

გონსალო იგუაინი "ჩელსიში" ითამაშებს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურისიო სარი და გონსალო იგუაინი კვლავ გაერთიანდნენ. რამდენიმეკვირიანი სატრანსფერო მითქმა-მოთქმის შემდეგ "ჩელსიმ" არგენტინელი თავდამსხმელი "იუვენტუსიდან" იჯარით დაიმატა. შეგახსენებთ რომ სეზონის პირველი ნახევარი გონსალომ "მილანში" გაატარა სადაც 8 გოლი გაიტანა. "ეს ის გუნდია რომელსაც დიდი ისტორია აქვს და  მუდამ პატივს ვცემდი, მომწონდა მისი სტადიონი, სტილი, გულშემატკივრები - ეს ხომ პრემიერლიგაა" - განაცხადა ლონდონელთა ახალწვეულმა. შეგახსენებთ რომ სარის ხელმძღვანელობით "ნაპოლიში" იგუაინმა 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა. "პიპიტა" "არისტოკრატებში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს და 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები