Belive

გონსალო იგუაინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრების, მადრიდის "რეალის", "ნაპოლის", ტურინის "იუვენტუსის", "მილანის" და ლონდონის "ჩელსის", ყოფილმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 34 წლის ფორვარდს, რომელიც ამჟამად MLS-ში, კერძოდ კი დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფ "ინტერ მაიამიში" თამაშობს, კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს, თანაც ისე, რომ სამშობლოში არ დაბრუნდება. მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონმა კარიერა "რივერ პლეიტში" დაიწყო, თუმცა, როგორც ირკვევა 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, იგი მშობლიურ კლუბს არ დაუბრუნდება და კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულებს. საკლუბო კარიერის განმავლობაში იგუაინს 681 შეხვედრაში 321 გოლი აქვს გატანილი, 110 საგოლე გადაცემა გაკეთებული, არგენტინის ნაკრებში კი 75 მატჩში 31 გოლი და 14 საგოლე პასი. იგუაინი იტალიის და ესპანეთის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები