Belive

გონსალვეში: "მოსაგებად ვიბრძოლებთ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
10 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე “დინამო ბათუმის” მეტოქე ებრაული “ჰაპოელ ბერ შევა” იქნება. აჭარული გუნდი მატჩს სტუმრად გამართავს. Live.Ge დაუკავშირდა “დინამო ბათუმის” ერთ-ერთ ლიდერ ვაგნერ გონსალვეშს, რომელმაც მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრა.
"გუნდი თავდაჯერებულია. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს და გვჯერა, რომ შორს გასვლა და ბევრი კარგი მატჩის ჩატარება შეგვიძლია. გუნდის შესახებ, რომელსაც უნდა ვეთამაშოთ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მათ პატივს ვცემ. მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ყველასთან მოგებას შევეცდებით," - თქვა გონსალვეშმა.

სხვა სტატიები