Belive

გორან პანდევი კარიერას ევრო 2020-ის შემდეგ დაასრულებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდ. მაკედონიის კაპიტანი სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს: გორან პანდევის განცხადებით, ევრო 2020-ზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ, იგი ეროვნული ნაკრების ფორმას უკანასკნელად მოირგებს. პანდევმა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში 20 წელზე მეტი გაატარა და ამ პერიოდში 121 მატჩსა და 37 გოლს მოუყარა თავი. აქედან 1 გოლი კი, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება: სწორედ პანდევის გოლით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა "ჯვაროსნები" საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.
მისი თქმით, ევრო 2020 საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდს გამოემშვიდობო.
აღსანიშნავია, რომ პანდევი ნაკრებს ერთხელ უკვე დაემშვიდობა: 2015 წელს, გუნდის მთავარ მწვრთნელად ახლადდანიშნულმა იგორ ანგელოვსკიმ პანდევი დაარწმუნა, რომ მას ნაკრებისთვის კიდევ ბევრი რამის მიცემა შეეძლო. ასევე გეტყვით, რომ ავსტრიის წინააღმდეგ, ევრო 2020-ზე გატანილი გოლით პანდევი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა: იგი გახდა რიგით მეორე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქის კარის აღება შეძლო.

სხვა სტატიები