გორან პანდევი – მაკედონიური ფეხბურთის ალექსანდრე მაკედონელი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ისტორიული მატჩი, ერთა ლიგის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი გაანიავა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელები მაკედონიასთან 0:1 დამარცხდნენ.

მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი 37 წლის, გორან პანდევი გახლდათ, რომელიც ფორმის პიკში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა ახლაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს სერია ა-ს კლუბ “ჯენოაში”.

2001 წელს მისი დებიუტი შედგა მაკედონიის ნაკრებში, 2009 წელს მაკედონიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2019 წელს მე-100 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში, 2020 წლის 12 ნოემბერს კი მაკედონიური ფეხბურთის ისტორიასი სამუდამოდ შევიდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლით მან ჩრდ. მაკედონიის ნაკრები პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

(322)

გორან პანდევი – მაკედონიური ფეხბურთის ალექსანდრე მაკედონელი

სტატიის ავტორი
-