Belive

გორან პანდევი: "ოცნების ახდენასთან ერთ ნაბიჯში ვართ, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული მატჩის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გამოკვეთილმა ლიდერმა და ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გორან პანდევმა კომენტარი გააკეთა. "113 მატჩი. ეს თითქმის 19 წელია, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს წინაშე მაკედონიის ნაკრების მაისურს ვირგებდი. ბევრი გამარჯვება, დამარცხება, შეგრძნებები, ემოციები, კარგი და ცუდი დღეები ამ გუნდთან ერთად. ოცნების ახდენამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის, ჩემი კოლეგების და მთლიანად ქვეყნის ოცნებაა. ამ რთულ დროს იმდენად ერთიანნი უნდა ვიყოთ, როგორიც აქამდე არასდროს, რათა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევა შევძლოთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის", - თქვა მაკედონიელთა მეათე ნომერმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები