გორის დილამ მამაიე კულიბალი დაიმატა 

გორის “დილამ” კიდევ ერთ ლეგიონერი დაიმატა. ფრანცისკო მადინგას შემდეგ შიდა ქართლურმა კლუბმა მალელ შემტევ მამაიე კულიბალისთან გააფორმა კონტრაქტი.

20 წლის აფრიკელი ფეხბურთელი სამშობლოში, “სტედ მალიენში” თამაშობდა და ეროვნული ნაკრების ორ შეხვედრაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

“დილასა” და კულიბალის შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

წინა სეზონში, “დილამ” ეროვნულ ლიგაში 43 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

გორის დილამ მამაიე კულიბალი დაიმატა 

სტატიის ავტორი
-