Belive

გრანადასა და მალიორკას შეხვედრაში ლა ლიგის რეკორდი დამყარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-18 ტურში ,,გრანადამ'' ,,მალიორკას'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში 39 წლისა და 241 დღის ასაკში ჰეთთრიკი გაიფორმა ხორხე მოლინამ - შედეგად, თავდამსხმელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. მოლინამ ხოაკინ სანჩესის რეკორდი გააუმჯობესა - ,,ბეტისის'' შემტევმა 2019 წელს ,,ატლეტიკოს'' ჰეთთრიკი 38 წლისა და 140 დღის ასაკში შეუსრულა. ხორხე მოლინა ლა ლიგაში 2011 წლიდან თამაშობს - ფორვარდს ესპანეთის ჩემპიონატში 69 გოლი აქვს გატანილი.  


სხვა სტატიები