Belive

"გრძნობთ წნეხს?" - ზლატანის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კალიფორნიული კლასიკოს წინ სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ლოს ანჯელეს გელექსი" ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსეს" დაუპირისპირდა  "გელექსის" შვედი ფორვარდი პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა იგი წნეხს, ზლატანმა ტრადიციულად ორიგინალურად უპასუხა : "წნეხი? მე 33 ტიტული მაქვს, რაც ალბათ უფრო მეტია ვიდრე მთლიანი MLS-ს ფეხბურთელების ერთად აღებული" ზლატანი და "გელექსი" დერბიში 0:3 დამარცხდნენ, ყაზაიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები