Belive

გრემ პოტერი ჩელსის მწვრთნელი უახლოეს საათებში გახდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ვიცით, გუშინ "ჩელსიმ" თომას ტუხელი მთავარი მწრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. გერმანელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის არ სახელდება. ლონდონელებმა მისი შემცვლელი მალავე მოძებნეს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "არისტოკრატების" მომავალი თავკაცი გრემ პოტერი იქნება. ხელშეკრულების გაფორმებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

ინგლისელი ამჟამად "ბრაიტონის" მწვრთნელია. მისი თავკაცობით "თოლიები" საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ. წინა სეზონი სამხრეთელებმა 51 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულეს. ახლა ბრაიტონელები ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები